Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
დავით მესხიშვილის საქმიანი ვიზიტი სლოვაკეთში

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საქმიანი ვიზიტით ეწვია სლოვაკეთს, სადაც შეხვდა ჟილინას უნივერსიტეტის „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ოპერაციისა და ეკონომიკის ფაკულტეტის“ დეკანს, პროფესორ მილოშ პოლიაკს (prof. Ing. Miloš Poliak, PhD).

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ტრანსპორტის დარგში არსებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები და ინოვაციური ტენდენციები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სწავლებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რის ფარგლებშიც პროფესორმა პოლიაკმა ქართულ მხარეს გაუზიარა სლოვაკეთის პრაქტიკული გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სასწავლო პროგრამებს და ამ კუთხით აღჭურვილი ლაბორატორიების მნიშვნელობას. ჟილინას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დაიწყონ ოფიციალური შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა, რაც საფუძველს დაუდებს ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

დავით მესხიშვილმა ასევე წარმატებით გაიარა სპეციალური პროფესიული სტაჟირება, რომელიც შედგებოდა შემდეგი თემებისგან:

  • ჭკვიანი მობილობის სისტემები (Smart Mobility Systems),
  • ტრანსპორტის თანამედროვე ტექნოლოგიები,
  • ტექნიკური ინსპექტირების აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლები.

სტაჟირების პროცესში დავით მესხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ტრანსპორტთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურაში და მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესების სწავლებას.


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all