საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
საერთაშორისო კონფერენცია სლოვაკეთში — „ავტომობილების ინსპექტირება ტექნოლოგიების ეპოქაში“

სლოვაკეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციის — „ავტომობილების ინსპექტირება ტექნოლოგიების ეპოქაში“ (Vehicle Inspection in the Age of Technology) ფარგლებში, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი CITA - ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტს, გერჰარდ მიულერს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური ინსპექტირების გლობალურ გამოწვევებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე იმსჯელეს. CITA-ს პრეზიდენტი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე რეფორმითა და არსებული სტატუსით.

„გერჰარდ მიულერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვიმსჯელეთ ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე მსოფლიოსთვის და მისი განვითარების პერსპექტივებზე. ის დაინტერესდა საქართველოში ტექინსპექტირების მიმდინარე სტატუსით და რეფორმის გამოწვევებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტექინსპექტირების როლზე Vision Zero-ს მიზნის მიღწევაში, რაც გზებზე დაღუპულების 0 მაჩვენებელს ნიშნავს.“

— დავით მესხიშვილი.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა