Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
27 oct
დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო

26 ოქტომბერს კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.

თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".

ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.

გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი).

 

27 oct
კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაცია

26 ოქტომბერს, თბილისში, კავკასიის ასწავლო და საგამოცდო ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების 1 უნივერსალური და 6 LV ტესტირების ხაზი, სულ 7 ხაზი. ცენტრი აღჭურვილია ბრენდი-კომპანიების აპარატურით: MAHA (გერმანია), CAPELEC (საფრანგეთი)

ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.

კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრი თანამშრომლობს ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტთან (CITA). ცენტრის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან შეთანხმებით, ხოლო სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა სერტიფიკატები.

 

22 oct
ქალის პირველი ისტორიული მოგზაურობა პირველი ავტომობილით

ყველას გვსმენია ძალიან ბევრი ხუმრობა ქალებზე საჭესთან, მაგრამ გვავიწყდება, რომ სწორედ ქალი იყო პირველი ვინც ავტომობილების ისტორიაში პირველმა გაატარა პირველი ავტომობილი.

ეს ქალბატონი გახლავთ ბერტა ბენცი, კარლ ბენცის მეუღლე, რომელმაც შექმნა პირველი ავტომობილი 1988 წელს. მან ქმრის დაუკითხავად გამოიყვანა Patent-Motorwagen Model III და ყოველგვარი თანხმობისა და ლიცენზიის გარეშე გაატარა ის მანაჰეიმიდან პფორცჰეიმამდე.

სწორედ ეს 106 კილომეტრიანი მანძილი გახდა ისტორიული ავტოსამყაროში, როგორც პირველი გზა რომელიც განვლო ავტომობილმა დიდ დისტანციაზე. ბერტას განსაკუთრებული ტექნიკური ნიჭი ჰქონდა და ის მუდმივად არწმუნებდა მის მეუღლეს რომ მათ მიერ ავტომობილის შექმნაში დახარჯული დიდძალი ფული და მონდომება მათ დაუფასდებოდათ.

08 oct
ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ელიზბარ დარჩიაშვილი გახდა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ელიზბარ დარჩიაშვილი

ტექნიკური კომიტეტი უზრუნველყოფს:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მიღებული რეგულაციების ანალიზს და მათ იმპლემენტაციას

• ინსპექტირების სფეროში პრობლემების ანალიზს 

• კანონმდებლობაში შესაძლო ხარვეზების გამოვლენასა და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავებას 

• სფეროს განვითარების  მიზნით პროექტების მომზადებას და განხორციელებას

• სპეციალისტთა მოსამზადებელი სასწავლო გეგმების შემუშავებას და მისი იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობას.

07 oct
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციასა“ და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციასა“ და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს“ შორის.

ურთიერთანამშრომლობის მთავარი მიზანია:

• ავტომობილის გამონაბოლქვის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა
• საქართველოში რეალიზებული საწვავის ხარისხის მონიტორინგის განხორციელება
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება
• საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობა და წინადადებების შემუშავება
• თანამშრომლობა ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად
• ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება

 

07 oct
პტი-რეფორმის შეფასება და სამომავლო გეგმები 2020 - 2021

2020 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციამ გამართა კონფერენცია - "პტი-რეფორმის შეფასება და სამომავლო გეგმები 2020 - 2021" კონფერენციიაზე განხილული იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე წარმოდგენილი იყო ამბიციური გეგმები და ბევრი სასიამოვნო სიახლე, რაც ხელს შეუწყობს სფეროს გაჯანსაღებას, ევროპული გამოცდილების და სტანდარტების უფრო მეტად დანერგვას საქართველოში.

06 oct
ედუარდ ფერნანდესის მიმართვა

ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის CITA-ს, აღმასრულებელი დირექტორის ედუარდ ფერნანდესის სპეციალური მიმართვა, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას, სადაც ყურადღება გამახვილებულია კანონის აღსრულების მნიშვნელობაზე - "ყველაზე კვალიფიციური ინსპექტორები, საუკეთესო შემოწმების პროცედურა და საუკეთესო აღჭურვილობაც კი, არის უშედეგო კანონის აღსრულების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ რომ მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1 300 000 ადამიანი იღუპება, საგზაო შემთხვევებიც პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოლოთ"

 

18 sep
ცვლილება საქარე მინის შემოწმების წესში

სიახლე ტექინსპექტირებისას საქარე მინის დათვალიერების წესის შესახებ

14 სექტემბრიდან, დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის არსებობა, სადაც წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.

რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დეტალი აღარ ითვლება ხარვეზად და მისი გამოსწორება აღარ არის სავალდებულო

ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე www.pti.ge

#ინსპექტირებასაქართველოსმასშტაბით

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all