Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
21 dec
დავით მესხიშვილი ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა

ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში დავით მესხიშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერს CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და მისალოც წერილს აქვეყნებს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო დავით, მუდმივმოქმედი ბიურო, ევროპის ოფისის ხელმძღვანელობა და მე დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი როლი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ახალი სტრატეგიის ”გზა 2030”-ის შემუშავებისათვის, ასევე ჩვენი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების მართვისათვის. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“. CITA-ს მიზნებია: მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, ამ შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობის ნულოვანი ნიშნულის მიღწევა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება. დავით მესხიშვილის ევროპაში საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ხარისხის კონტროლი, ტრენინგი და მომსახურების საანდობა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე საქართველოდან ინიშნება წარმომადგენელი.

„მადლობელი ვარ ნდობისთვის. ეს წარმატება ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ძლიერი გუნდის შრომისა და მონდომების შედეგია, რომელიც სფეროში ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში და ასეთადაც დარჩება სამომავლოდ. ჯერ იყო ასოციაციის გაწევრიანება ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში, რაც პოსტსაბჭოთა სივრციდან მართლაც დიდ წარმატებად და გარღვევად უნდა ჩავთვალოთ. ასოციაცია იყო პირველი ამ სივრციდან და სამაგალითო სხვა ორგანიზაციებისთვისაც. ამავდროულად ეს ნიშნავდა პირველ სერიოზულ სიგნალს განვითარებული მსოფლიოსთვის, რომ საქართველო რეფორმას გატარებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მალევე ჩვენ მოვიპოვეთ CITA-ს ღონისძიების საქართველოში გამართვის უფლება. მარტში გასამართი საერთაშორისო კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ის საქართველოში აუცილებლად გაიმართება.

CITA-ს მუდმივმოქმედი ბიურო აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა „კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრის“ დაარსებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. ინსპექტირების დარგში, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში ჩემი დანიშვნით საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ საქართველოს. CITA-ს ევროპის ოფისში ჩემი საკურატორო სფეროები (ტრენინგი, ხარისხი, სანდოობა) მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებისთვისაც. ვერთვები საერთაშორისო ექსპერტთა საუკეთესო გუნდში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ახალი სტრატეგია მთელი ევროპისათვის სახელწოდებით - ”გზა 2030“.“

21 dec
ეკოლოგიური უსაფრთხოება და გამონაბოლქვი
დავით მესხიშვილი რადიო კომერსანტის ეთერში
 
თემები:
✅ ეკოლოგიური უსაფრთხოება და გამონაბოლქვი
✅ ეკოლოგიური კლასის დაწესება იმპორტირებულ ტრანსპორტზე
✅ ცნობიერების ამაღლების კამპანიები
 
იხილეთ ვიდეო
 
21 dec
სასწავლო-საგამოცდო ცენტრი
დავით მესხიშვილი რადიო კომერსანტის ეთერში, გადაცემა "პროფესიონალები"
 
თემები:
✅ სასწავლო-საგამოცდო ცენტრი
✅ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია
 
იხილეთ ვიდეო
 
21 dec
კვლევა - ევროდირექტივის შესაბამისობის შეფასება ეროვნულ კანონმდებლობასთან
დავით მესხიშვილი რადიო კომერსანტის ეთერში
 
თემები:
✅ კვლევა - ევროდირექტივის შესაბამისობის შეფასება ეროვნულ კანონმდებლობასთან
✅ ე. წ. ჭკვიანი კამერები და კანონის აღსრულება
 
იხილეთ ვიდეო
 

10 dec
10 ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი პეტიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს
უკანასკნელ პერიოდში „კოვიდ 19“-ის პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა.
 
საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელი იქნება ურთულესი ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას და ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს მოუწევთ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რათა მოხდეს ზარალის მინიმალიზაცია, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა.
 
ვინაიდან ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ასევე საჯარო და კერძო სექტორების ძალისხმევისა და საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მთავრობას ვთავაზობთ ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“ (Business Development Council), რომელიც განიხილავს კრიზისის პერიოდში ბიზნესის მხარდაჭერისათვის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, რათა მთავრობის მიერ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილებები.
 
ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის არსებული ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საბჭო უნდა დაფუძნდეს 2 წლის ვადით (2021-2022 წ.წ.). გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე მივაწოდოთ პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკურ გუნდს „ბიზნეს განვითარების საბჭოს“ რეგლამენტი და ყველა ტექნიკური დეტალი, რომელიც საბჭოს ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო.

ამ ეტაპზე ვუგზავნით მთავრობას ზემოაღნიშნული საბჭოს შემადგენლობის პროექტს:

  • პრემიერ-მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე) და მის მიერ შერჩეული მთავრობის ეკონომიკური გუნდი;
  • ბიზნესომბუდსმენი;
  • ლიმიტირებული რაოდენობით ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის გუნდთან იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე. საბჭოში მონაწილე ბიზნეს ასოციაციების რაოდენობა და შემადგენლობა შეთანხმდება მთავრობის გუნდთან, ხელისმომწერ ასოციაციებთან საკონსულტაციო შეხვედრის დროს.
  • საბჭოს შეხვედრებზე განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, დამატებით მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი მინისტრები და ასევე დარგობრივი ასოციაციები.

გამოვთქვამთ მზაობას, რათა უახლოეს პერიოდში ზემოაღნიშნულ საბჭოსთან დაკავშირებული დეტალები განვიხილოთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან.

ხელისმომწერი ასოციაციების ხელმძღვანელები იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულად მძიმე და რთულ პერიოდში საქართველოს მთავრობა მიიღებს ამ შეთავაზებას და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე დათანხმდება ზემოხსენებული საბჭოს შექმნას
 
პეტიცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
07 dec
აუდიტის სამსახური - „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების შესახებ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად შეიძინა, თუმცა გადაცემა დღემდე არ მომხდარა და კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობშია დასაწყობებული.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ „ძირითადი აქტივების“ მუხლში აღრიცხულია 2,496,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა (თანმდევი მოწყობილობებით), რომლებიც 2018 წელს იქნა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. გადაცემა დღემდე არ განხორციელებულა, თუმცა კამერები დასაწყობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში და „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ არ იყენებს და ვერ აკონტროლებს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადი საშუალებები ვერ აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, სახელწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ უარყოფითი დასკვნა აქვს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

წყარო: IPN

19 nov
ხვალიდან ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება

ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ - ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება  შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.

29 oct
კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის პრეზენტაცია

26 ოქტომბერს, თბილისში „კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.

თბილისის მერის თქმით, "ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას".

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას.

ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა.

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all