Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
16 oct
დავით მესხიშვილის შეხვედრა CITA-ს პრეზიდენტთან

ევროკომისიის კვლევით ცენტრში ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტს გერჰარდ მიულერს და ამავე კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს ედუარს ფერნანდესს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე განიხილეს:

საქართველოში ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ეტაპები

საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტატუსი და გამოწვევები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და შედეგები

საქართველოში გასატარებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

 

გერჰარდ მიულერის განცხადებით CITA მხარს დაუჭერს საქართველოში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ამავდროულად საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ევროკავშირს.

26 sep
ასოციაციის კრებამ პრეზიდენტი აირჩია

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრებამ მეორე ვადით აირჩია დავით მესხიშვილი ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე

ასოციაციის წევრებმა ერთხმად მოიწონეს დავით მესხიშვილის მიერ წარდგენილი ახალი სამოქმედო გეგმა და სფეროს განვითარების სტრატეგია

26 jul
რატომ არის ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანი

ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის გამოსვლა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში

გადაცემა - „დილა ფორმულაზე“

თემები

🔷 რატომ არის ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანი
🔷 რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიები
 
20 jul
ტექინსპექტირების რეფორმის შეფასება

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი სტუმრად გადაცემა მწვანე ზონის ეთერში

თემები:

 
🔷 ტექინსპექტირების რეფორმის შეფასება
 
🔷 ღონისძიებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
 
 
19 jul
4 სექტემბრიდან ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება.

4 სექტემბრიდან გამონაბოლქვი სპეციალური აპარატით შემოწმდება. პროექტი საპილოტე რეჟიმში იქნება და თავდაპირველად ის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში იმოქმედებს. შესაბამისი ავტომობილებით და აპარატურით აღჭურვილ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟს უფლება ექნება, რომ ნებისმიერი მძღოლი გააჩეროს და გამონაბოლქვის შემცველობა შეამოწმოს და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა გამოწეროს.

სამი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მთავარი მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. სტატისტიკური კვლევებით, ჰაერის დამაბინძურებელ წყაროებს შორის პირველ ადგილს სწორედ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი იკავებს.

სანქციები გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის

ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 300 ლარით, მესამე ჯერზე 600 ლარით დაჯარიდმება

იურიდიული პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარით, ხოლო მესამე ჯერზე 3000 ლარი განისაზღვრა ჯარიმის მოცულობა

30 may
რეფორმა ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადაყვანის სფეროში

BMG-ის სიუჟეტი TV პირველის ეთერში.
თემა:
რეფორმა ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადაყვანის სფეროში.

27 apr
დავით მესხიშვილის შეხვედრა პოლონელ კოლეგასთან მარცინ ბარანკევიჩთან

გაიმართა შეხვერა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტ დავით მესხიშვილსა და მარცინ ბარანკევიჩს შორის, რომელიც ხელმძღვანელობს პოლონეთის ინსპექტირების ცენტრების პალატას.

🤝 შეხვედრაზე განიხილეს ტექ-ინსპექტირების სფეროს გამოწვევებზე. კოლეგებმა გაცვალეს მოსაზრებები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

🇬🇪🇪🇺 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, რაშიც პოლონეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

🇵🇱🇪🇺 პოლონეთი: 25 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილი; 5 400 ინსპექტირების ცენტრი; 15 000 ინსპექტორი; ჯარიმა ტექ-ინსპექტირების გაუვლელობაზე 320 €-დან 680 €-მდე (ვადის გადაცილების ხანგრძლივობის პროპორციულად იზრდება ჯარიმის ოდენობაც); მესამე პირის დაზღვევა სავალდებულოა; დაზღვევის გარეშე ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას 1 600 €-ს ოდენობით.

19 apr
2022 წლის სამგზავრო (M2, M3 კატეგორია) ავტომობილების ტექ-ინსპექტირებაზე ვიზიტის სტატისტიკა

საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი

2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%

ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%

მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს

Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all