საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
16 აგვ
ერთი წელი CITA-სთან ერთად

ერთი წელია, რაც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრია. ასოციაცია, პირველია საქართველოდან ვინც საერთაშორისო კომიტეტის წევრობის უფლება მოიპოვა.

„CITA-ში წევრობა საშუალებას გვაძლევს პირდაპირი კავშირი დავამყაროთ სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება, გავიცნოთ ახალი მეცნიერული მიღწევები, მუდმივად ვიყოთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში წევრ ორგანიზაციებთან, დავინახოთ ახალი ბიზნეს პერსპექტივები. CITA-ს მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„CITA-ში წევრობა, ეს არის, ტრანსპორტის სფეროს სწორი და დროული განვითარება, რაც არის საქართველოს წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი გარანტი ევრო-ინტეგრაციის გზაზე.

14 აგვ
უმეტეს მუნიციპალიტეტში, ვიდეოკამერები არ რეაგირებს დარღვევაზე!

ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვიდეოკამერები დარღვევაზე არ რეაგირებს, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (GTRA). 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.

განცხადება

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.

შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად.

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ!

14 აგვ
დაისვენე აჭარაში და გაიარე ტექ-ინსპექტირება ბათუმში

ზაფხულის ცხელ დღეებში, დაისვენე აჭარაში და გაიარე ტექ-ინსპექტირება ბათუმში!

ტექ-ინსპექტირება საქართველოს მასშტაბით

🔹 ქ. ბათუმი, 📍 აეროპორტის გზატკეცილი N129 – „დიაგნოსტიკა აჭარა“
🔹 ქ. ბათუმი, 📍 ადლიის დასახლება - „რომა მოტორსი“
🔹 ქ. ბათუმი, 📍 გ.ვოლსკის ქუჩა N90 – „გივა“

03 აგვ
კვლევა "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან"

დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემაში "საქმიანი დილა".

დავით მესხიშვილმა საზოგადოებას გააცნო კვლევის - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შედეგები და ისაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვებზე და პრობლემათა გადაჭრის გზებზე.

 

იხილეთ ვიდეო

30 ივლ
კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება

დავით მესხიშვილმა საზოგადოებას გააცნო კვლევის - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შედეგები და ისაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვებზე და პრობლემათა გადაჭრის გზებზე

იხილეთ ვიდეო

27 ივლ
კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება

დავით მესხიშვილმა საზოგადოებას გააცნო კვლევის - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შედეგები და ისაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვებზე და პრობლემათა გადაჭრის გზებზე

იხილეთ ვიდეო

22 ივლ
კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან

დავით მესხიშვილმა საზოგადოებას გააცნო კვლევის - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შედეგები და ისაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვებზე და პრობლემათა გადაჭრის გზებზე

იხილეთ ვიდეო

20 ივლ
დავით მესხიშვილი - კვლევა "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შესახებ

დავით მესხიშვილი სტუმრად გადაცემაში "კომერსანტის დილა".

დავით მესხიშვილმა საზოგადოებას გააცნო კვლევის - "ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან" შედეგები და ისაუბრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ გამოწვებზე და პრობლემათა გადაჭრის გზებზე.

იხილეთ ვიდეო

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა