საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ულოცავს დავით მესხიშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ტრანსპორტში!
მისი სამეცნიერო ნაშრომი გამოხმაურებაა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რაც გარემოს დაბინძურებაში გამოიხატება. სამეცნიერო ნაშრომი მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების რაოდენობამ მსოფლიოში 1 მილიარდი შეადგინა, ხოლო საქართველოში 1 300 000-სს გადააჭარბა და მათი რაოდენობა კვლავაც სწრაფად მატულობს, რასაც თან სდევს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და გარემოს დაბინძურების მასშტაბების ზრდა. ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კვლევებზე მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლებასთან მიმართებაში.
საქართველოში პირველადაა ჩატარებული ლიტერატურული მონაცემების ანალიზი და სტატისტიკური კვლევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობასა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე მათი გაუმართაობის გავლენის დასადგენად, რაც განაპირობებს ტექნიკური ინსპექტირების ხარისხისადმი და შესაბამისი ცენტრების ფუნქციონირებისადმი წაყენებული ოპტიმალური მოთხოვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. დამუშავებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვისა და რეფორმის მიმდინარეობის შედეგების კვლევის საფუძველზე ტექ-ინსპექტირების პროცესის სრულყოფის ღონისძიებები. ნაშრომი მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ვისი კომპეტენციაც არის საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
სადოქტორო ნაშრომის დაცვა მოხდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კონფერენცია „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამონაბოლქვის ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიზნით“. პროექტი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით ხორციელდება.
25 ივნისს გაიმართა ტექნიკური კომიტეტის სხდომა, სადაც ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა, ინსპექტირების ცენტრებს წარუდგინა ასოციაციის სამომავლო გეგმები, აგრეთვე, სხდომაზე განიხილეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) სრულუფლებიანი წევრი გახდა. CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN, DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND, TUV-SUED და სხვა. CITA თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. სათავო ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრუსელში.
“CITA-ში სრულუფლებიანი წევრობა ასოციაციას საშუალებას აძლევს მჭიდრო, პირდაპირი კავშირი დაამყაროს სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გაიზიაროს მათი გამოცდილება, გაეცნოს ახალ მეცნიერულ მიღწევებს, დაინახოს ახალი ბიზნეს-პერსპექტივები. CITA-ს მთავარი მიზანია საგზაო-სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დროული განვითარებისათვის. საშუალება მოგვეცემა დავხვეწოთ შემდეგი მიმართულებები: ტესტირების სტანდარტი, ინსპექტირების მეთოდი, საინფორმაციო ბაზის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, აკრედიტაციის სისტემა, შეფასების კრიტერიუმი, საინფორმაციო სისტემის მართვა, პერსონალის პროფესიული ტრენინგი, ინსპექტორთა უფლებების დაცვა და ა.შ. სრულუფლებიანი წევრობა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, მნიშვნელოვანი წარმატებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტი, რომ სწორად და დროულად განვითარდება ტრანსპორტის სფერო, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესზეც. - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა ინსპექტირების სფეროში (40-მდე წევრი) და ის ერთადერთია, რომლის ცენტრებიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია (GVIBA) გთავაზობთ
ყველა კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირებას საქართველოს მასშტაბით!
ჩვენი ინსპექტირების ცენტრები აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე აპარატურით, მოგემსახურებათ თავაზიანი და კვალიფიციური პერსონალი. ჩვენი გაერთიანება და გამოცდილი გუნდი, საქართველოში ყველაზე მეტ ავტომობილს უტარებს ინსპექტირებას. ინსპექტირების ცენტრები განთავსებულია საქართველოს უმეტეს ქალაქსა და რაიონში
იურიდიდიული პირების საყურადღებოდ!
ექსკლუზიური და კომფორტული მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით მთავარ მენეჯერს
ნინო აბაშიძე
+ 0322 048048
nabashidze@gviba.ge
> გზებზე კანონის არაჯეროვანი აღსრულება
> ცენტრებში მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი