საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
30 ოქტ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ

დავით მესხიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს რუსთავი 2 - ის შესახებ

18 ოქტ
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან

დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)

ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი

 

18 ოქტ
ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
დავით მესხიშვილის ჩართვა იტალიიდან, ქალაქი ისპრა. ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (JRC)
 
| ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართული კონფერენციის შედეგები
| ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და ევროინტეგრაციის პროცესი
 
 
16 ოქტ
დავით მესხიშვილის შეხვედრა CITA-ს პრეზიდენტთან

ევროკომისიის კვლევით ცენტრში ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) პრეზიდენტს გერჰარდ მიულერს და ამავე კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს ედუარს ფერნანდესს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე განიხილეს:

საქართველოში ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ეტაპები

საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტატუსი და გამოწვევები

ევროდირექტივების დანერგვის ეფექტიანობა და შედეგები

საქართველოში გასატარებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

 

გერჰარდ მიულერის განცხადებით CITA მხარს დაუჭერს საქართველოში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას და განვითარებას, რაც დადებითად აისახება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ამავდროულად საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ევროკავშირს.

26 სექ
ასოციაციის კრებამ პრეზიდენტი აირჩია

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრებამ მეორე ვადით აირჩია დავით მესხიშვილი ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე

ასოციაციის წევრებმა ერთხმად მოიწონეს დავით მესხიშვილის მიერ წარდგენილი ახალი სამოქმედო გეგმა და სფეროს განვითარების სტრატეგია

26 ივლ
რატომ არის ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანი

ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის გამოსვლა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში

გადაცემა - „დილა ფორმულაზე“

თემები

🔷 რატომ არის ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანი
🔷 რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიები
 
20 ივლ
ტექინსპექტირების რეფორმის შეფასება

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი სტუმრად გადაცემა მწვანე ზონის ეთერში

თემები:

 
🔷 ტექინსპექტირების რეფორმის შეფასება
 
🔷 ღონისძიებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
 
 
19 ივლ
4 სექტემბრიდან ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება.

4 სექტემბრიდან გამონაბოლქვი სპეციალური აპარატით შემოწმდება. პროექტი საპილოტე რეჟიმში იქნება და თავდაპირველად ის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში იმოქმედებს. შესაბამისი ავტომობილებით და აპარატურით აღჭურვილ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟს უფლება ექნება, რომ ნებისმიერი მძღოლი გააჩეროს და გამონაბოლქვის შემცველობა შეამოწმოს და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა გამოწეროს.

სამი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მთავარი მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. სტატისტიკური კვლევებით, ჰაერის დამაბინძურებელ წყაროებს შორის პირველ ადგილს სწორედ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი იკავებს.

სანქციები გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის

ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 300 ლარით, მესამე ჯერზე 600 ლარით დაჯარიდმება

იურიდიული პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარით, ხოლო მესამე ჯერზე 3000 ლარი განისაზღვრა ჯარიმის მოცულობა

სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა