საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
25 მაი
ხარვეზები ტექ-ინსპექტირების რეფორმაში

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტი დავით მესხიშვილი გადაცემა ბისნეს პალიტრის ეთერში

 

12 აპრ
მნიშვნელოვანი შეხვედრა CITA-ს აღმასრულებელ დირექტორ ედუარდ ფერნანდესთან
ხანგრძლივი, თემატური და დეტალური განხილვა შედგა ბრატისლავაში საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) აღმასრულებელ დირექტორს ედუარდ ფერნანდესსა და ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს შორის;
 
"ედუარდისთვის წვრილმანებიც კი მნიშვნელოვანია, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ის, საქართველოს გულშემატკივარია და პრაქტიკულად მთლიანად არის ინსპექტირების რეფორმის პროცესში ჩართული. მისთვის კარგად არის ცნობილი რეფორმის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემებიც. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა კანონის არაჯეროვან აღსრულებაზე და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის როლს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და სრულად დაგვიჭირა მხარი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. აგრეთვე, განვიხილეთ CITA-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები" - დავით მესხიშვილი
 
"თანამედროვე აღჭურვა და კვალიფიციური პერსონალიც არ არის საკმარისი ინსპექტირების დადებითი შედეგის მისაღწევად თუ კანონის აღსრულება არ მოხდება ეფექტიანი მექანიზმით. ჩვენ კარგად გვესმის, რა მნიშვნელობას ატარებს საქართველოს მსგავსი სახელმწიფოს წარმატება რეგიონისთვის, ამიტომ CITA მუდმივად იქნება თქვენს გვერდით რეკომენდაციებითა თუ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებით. შედეგად, თქვენ მიიღებთ ინსპექტირების სწორ სისტემას, შეამცირებთ გზებზე სიკვდილიანობას, გააუმჯობესებთ ჰაერის ხარისხს, დაიცავთ ადამიანების ჯანმრთელობას. გადაწყვეტილია, რომ CITA, ასოციაციის მოწვევით ესტუმრება საქართველოს, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში ვიზიტს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას"- ედუარდ ფერნანდესი
11 აპრ
საქმიანი შეხვედრა ევა მორგერსა და დავით მესხიშვილს შორის

საქმიანი შეხვედრა გაიმართა ბრატისლავაში საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის  (CITA) ვიცეპრეზიდენტ ევა მორგერსა და ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს შორის; 

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს  მიმდინარე რეფორმა და გამოწვევები საქართველოში. მთავარი თემები: ინსპექტირების ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემის (AVIS) დანერგვა, ინსპექტორთა უწყვეტი განათლების მოდელის შექმნა და მიუკერძოებელი ინსპექტირების უზრუნველყოფა; 

"საქართველოს, ჩვენი რეკომენდაციების პაკეტით ვუწევთ და მომავალშიც გავუწევთ დახმარებას. მნიშვნელოვანია დაინერგოს ინსპექტირების ევროპული სისტემა, რომელიც შეამცირებს სიკვდილიანობას საქართველოს გზებზე და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს"- ევა მორგერი

08 აპრ
2022 წლის 28 მარტიდან მოპედის მართვის მოწმობის აღება სავალდებულო გახდა.
2022 წლის 28 მარტიდან მოპედის მართვის მოწმობის აღება სავალდებულო გახდა.
 
კანონის თანახმად დაემატა მართვის მოწმობის „AM“ კატეგორია. მოგეხსენებათ, 28 მარტამდე მოპედის სამართავად სპეციალური მართვის მოწმობა არ იყო საჭირო. ნებისმიერ პირს შეეძლო, შეეძინა და ემართა მოპედი. საკანონმდებლო ცვლილებით, დაწესდა ასაკობრივი ზღვარი და მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა. მოპედის მართვის საშუალება ექნება პირს, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.
 
ასევე დამატებულია „A2“ კატეგორიის მართვის მოწმობაც, რაც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას, რომლის აღება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან.
06 აპრ
დავით მესხიშვილის საქმიანი ვიზიტი სლოვაკეთში, ბრატისლავაში
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის საქმიანი ვიზიტი სლოვაკეთში, ბრატისლავაში.
 
🔹 დაგეგმილი შეხვედრები CITA-ს პრეზიდენტთან გერჰარდ მიულერთან და აღმასრულებელ მდივანთან ედუარდ ფერნანდესთან.
 
🔹 ტექ-ინსპექტირების რეფორმის პრობლებების შესახებ.
 
28 მარ
სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია

2022 წლის 28 მარტიდან სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება ეხება მოპედებს, მსუბუქ კვადროციკლებს, ასევე სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორიის რეგისტრაციას, კერძოდ - მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის / წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

ყოველი AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას დაჯარიმდება 200 ლარით!

რეგისტრაცია შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. რეგისტრაციისას თან უნდა გქონდეთ მოპედის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

არ დაჯარიმდე დაარეგისტრე მოპედი!

09 თებ
მიმართვა ჰაერის დაბინძურების შესახებ

"საბოლოოდ გამოდის ის რომ, ერთ მხარეს გვაქვს 300 ლარიანი ნაწილი და მეორე მხარეს ბავშვის ჯანმრთელობა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ 300 ლარით" - დავით მესხიშვილი საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, CITA-ს ევროპული რეგიონული მრჩეველი

 

24 იან
ტექ-ინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშე
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სტუმრად ტელეკომპანიაში (ფორმულა)
გადაცემა - ბიზნესი
 
სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა